შესწავლილი მასალა ( 15 სექტემბრიდან 18 სექტემბრამდე)
* აწინწილა,ბაწინწილა,პაწია და ხმაწინწილა.
* თინიკო და მზე
დილით ადრე იღვიზებენ
თინიკო და მზე
თინიკო რომ ხელ–პირს იბანს,
ხელ–პირს იბანს მზეც.
თინიკო რომ თმას ივარცხნის,
თმას ივარცხნის მზეც.
თინიკო რომ ისაუზმებს,
ისაუზმებს მზეც.
სკოლაში რომ მიდის თინა,
მზეც უმშვენებს გვერდს.
მაგრამ აი, დედაენა
ჯერ არა აქვს მზეს.
* კარგი შვილი დედის გული ვარდიაო, ცუდი შვილი დედის გულის დარდიაო.
*თვლა ვისწავლე,სოფელში რომ წავალ,
ბებოს ქათმებს აწი სულ მე დავთვლი:
ერთი,ორი,სამი,ოთხი,ხუთი ( ვჩერდებით)
ექვსი,შვილი,რვა,ცხრა,ათი.
რასაც ასე სწრაფად ვაბულბულებ,
ხომ არ ფიქრობ უკუღმა რომ ვერ ვთვლი?
ათი,ცხრა,რვა,შვილი,ექვსი (ვჩერდებით)
ხუთი,ოთხი,სამი,ორი,ერთი.