Tuesday, July 2, 2019

"ძია ტიკ-ტაკის მოგზაურობა" ( პირველი 5 თავი, წაკითხულის გააზრება)

ჩემო გონიერეო, დონალდ ბისეტის ნაწარმოების "ძია ტიკ-ტაკის მოგზაურობა ", 5 თავის წაკითხვის შემდეგ , შენ უნდა შეძლო პასუხი გასცე შემდეგ კითხვებს :


1) ღრრრს აზრით, რა არის ღონისძიება ? ( პასუხი იხილე გვ 5-ზე, ბოლოში)


2) როგორ წარმოგვიდიგინეს თავი და ვინ არიან  ღრრრ და ძია ტიკ ტაკი ? ( პასუხი იხილე გვ6-ზე, შუა გვერდიდან )


3) როგორ ფიქრობთ, ცისარტყელას ბოლომდე იმოგზაურებენ ჩვენი გმირები ?
კიდევ იცი რა მაინტერესებს, შენ თუ გამძვრალხარ ცისარტყელაში ? 


4) გვ 8 წაიკითავ ძალზე მნიშვნელოვან მინიშნებას : "  ჩქარა რომ ჩხვიდეთ დანიშნულ ადგილას ! გზად საბავშვო სიმღერების ტბაშიც შეიარეთ,სიტყვების მდინარისკენ გაუხვიეთ,მაგრამ მავნეებს კი უფრთხილდით" .
ჩემო გონიერებო,მოდით ერთად ვიმოგზაუროთ "საბავშვო სიმღერების ტბაში , შენც შეეცადე იმღერო ან იცეკვო :) 


ვეფხვი   ბუუ თუ ღრრრ ? :) 



ზოლიანი კატა 



Monday, July 1, 2019

ენის სალესები


   ჩემო გონიერო!
   გიორგი წერეთლის  ენის სალესები გადაიწერე ”სიტყვის სკივრში”  და ყოველდღე ერთ-ერთი დაისწავლე. ნასწავლ  ჩქარსათქმელსა”, მეორე კლასიდან, საკლასო ოთახში, ცოდნის  სკივრში” მოვათავსებთ და ბარათებით შევამოწმებთ  თუ როგორ დაისწავლე. უნდა შეძლო მისი სწრაფად და სწორად წარმოთქმა ზედიზედ ორჯერ.J
    სიყვარულით,მარეხი მასწავლებელი.


1. ჭინჭარში ჭიჭინობელა ჭიანურივით ჭიჭინებს.
2. ხე – ვასური, ვარვალახე, მარიამახე, კვაწარახე.
3. თამთა თეთრ თუთას თქაფთქაფით ჭამდა.
4. ყვავო, ყვავო, ყვანჩალა, აქ რამ მოგაჩანჩალა?
5. გოგლი-მოგლი გოგო ლალამ შეაჭამა დედოფალას.