ბავშვობიდან მოვდივართ
Tuesday, July 2, 2019
Monday, July 1, 2019
ენის სალესები
ჩემო გონიერო!
გიორგი წერეთლის ენის სალესები გადაიწერე ”სიტყვის სკივრში” და ყოველდღე ერთ-ერთი დაისწავლე. ნასწავლ ჩქარსათქმელსა”, მეორე კლასიდან, საკლასო ოთახში, ცოდნის სკივრში” მოვათავსებთ და ბარათებით შევამოწმებთ თუ როგორ დაისწავლე. უნდა შეძლო მისი სწრაფად და სწორად წარმოთქმა ზედიზედ ორჯერ.J
სიყვარულით,მარეხი მასწავლებელი.
1. ჭინჭარში ჭიჭინობელა ჭიანურივით ჭიჭინებს.
2. ხე – ვასური, ვარვალახე, მარიამახე, კვაწარახე.
3. თამთა თეთრ თუთას თქაფთქაფით ჭამდა.
4. ყვავო, ყვავო, ყვანჩალა, აქ რამ მოგაჩანჩალა?
5. გოგლი-მოგლი გოგო ლალამ შეაჭამა დედოფალას.
Friday, June 21, 2019
Friday, May 31, 2019
ჩქარსათქმელები
ჩვენი შვილების ცხოვრება მრვალფეროვანი რომ გახდეს, მშობლები,მასწავლებლები,აღმზრდელები ვცდილობთ პატარების სწავლისა და შემეცნების პროცესი უფრო საინტერესოდ და სახალისოდ ვაქციოთ. როცა ბავშვს ვასწავლით ლექსებს, გამოცანებს,ენისგასატეხებს თუ გათვლებს – ამით ხომ მის ლექსიკას ვამდიდრებთ და თანაც ჩვენი კუდრაჭები ხალისით ითვისებს ქართული ენის გრამატიკულ თუ ხმოვან წყობას?!
შემოგთავაზებთ იმ ენისგასატეხებს (ჩქარსათქმელებს),როლებსაც ქართული ენის გაკვეთილზე შევისწავლით.
” აწინწილა,ბაწინწილა,
პაწია და ხმაწინწილა.”
***
არჩევანი,არადანი,
ალამს არხევს ალამდარი,
ამ მიწის და ამ ცის დარი
არის სადმე?
- არსად არის!
***
დიდი დათვი დრუნჩიანი,
დუდღუნა და დანდალაო,
დილით ადრე წამომდგარა,
თაფლის ჭამით დამთვრალაო,
დამთვრალა და,და,და,და,და!
რა დიდგულა გამხდარაო!
***
ენაჭიკჭიკა ელენე
ექვს სტუმარს ერთად ელისო,
ეკუნას, ელდარს, ექვთიმეს,
ევას, ემზარს და ელისოს.
კედლის ჭერს სწვდება სურნელი
სველ-სველი ენძელებისო.
***
მელამ მოგაგნო ,მამალო,
მურას მოუხმე მალეო!
მურას მოუხმე მალეო!
მანამ მშველელი მოგივა,
მაყვლნარში მიიმალეო.
***
სამი ბატი გამოუდგა
სოფო გოგოს სისინითა.
სოფო გოგო, სად მირბიხარ
მაგ პატარა ტიკინითა?
***
ზარი ზანზარებს უზარმაზარი,
ზარმაც ზაზუნას დასცა თაზარი.
***
შავი შაშვი შეეჯიბრა
შვიდ შოშიას შაშიანში,
შვილობაში,ქალობაში,
დედობაში,გალობაში.
Friday, April 5, 2019
მშობლებისათვის
ძვირფასო მშობლებო,გთხოვთ ამ სტატიას გადახედოთ . სტატიაში აღნიშნულ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენს მომდევნო შეხვედრაზე .
კომპეტენტური აზრი და რჩევები მშობლებსა და მასწავლებლებს
Saturday, March 2, 2019
მეგობარი
გაკვეთილზე განხილული ლექსი
მეგობარი
-ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა,
ირემმა ირემს ნეტავ რა უწოდა?
-მ ე გ ო ბ ა რ ი .
-წიწილამ წიწილას საკენკი დაუთმო,
წიწილამ წიწილას ნეტავ რა გაუთბო?
-გ უ ლ ი.
-მარტოკა დარჩენილ მარტორქას ათბობდა ბეღურა.
-ბეღურას რა უთხრა მარტორქამ?
- მ ა დ ლ ო ბ ა.
********
ენის გასატეხი ( გაიხსენე , ჯერ ნელა წარმოთვი,შემდეგ კი სწრაფად)
ენაჭიკჭიკა ელენე ექვს სტუმარს ერთად ელისო.
Sunday, February 3, 2019
სახალისო ლექსები
" ველზე ია ამოვიდა,
მიიხედა,მოიხედა,
მწყურიაო,-ჩუმადა თქვა,
დაძახება ვერ გაბედა."
" არჩევანი,არადანი,
ალამს არხევს ალამდარი.
ამ მიწის და ამ ცის დარი,
არის სადმე?
-არსად არის"
" დიდი დათვი დრუნჩიანი,
დუდღუნა და დანდალაო,
დილით ადრე გამომძვრალა,
თაფლის ჭამით დამთვრალაო.
დამთვრალა და და ,და, და, და,
რა დიდგულა გამხდარაო?!"
Subscribe to:
Posts (Atom)