Friday, May 31, 2019

ჩქარსათქმელები


ჩვენი შვილების ცხოვრება მრვალფეროვანი რომ გახდეს, მშობლები,მასწავლებლები,აღმზრდელები ვცდილობთ პატარების სწავლისა და შემეცნების პროცესი უფრო საინტერესოდ და სახალისოდ ვაქციოთ. როცა ბავშვს ვასწავლით ლექსებს, გამოცანებს,ენისგასატეხებს თუ გათვლებს – ამით ხომ მის ლექსიკას ვამდიდრებთ და თანაც ჩვენი კუდრაჭები ხალისით ითვისებს ქართული ენის გრამატიკულ თუ ხმოვან წყობას?!
შემოგთავაზებთ იმ ენისგასატეხებს (ჩქარსათქმელებს),როლებსაც ქართული ენის გაკვეთილზე შევისწავლით.  

” აწინწილა,ბაწინწილა,
პაწია და ხმაწინწილა.”
***
არჩევანი,არადანი,
ალამს არხევს ალამდარი,
ამ მიწის და ამ ცის დარი
არის სადმე?
- არსად არის!

***
დიდი დათვი დრუნჩიანი,
დუდღუნა და დანდალაო,
დილით ადრე წამომდგარა,
თაფლის ჭამით დამთვრალაო,
დამთვრალა და,და,და,და,და!
რა დიდგულა გამხდარაო!

***
ენაჭიკჭიკა ელენე
ექვს სტუმარს ერთად ელისო,
ეკუნას, ელდარს, ექვთიმეს,
ევას, ემზარს და ელისოს.
კედლის ჭერს სწვდება სურნელი
სველ-სველი ენძელებისო.

***
მელამ მოგაგნო ,მამალო,
მურას მოუხმე მალეო!
მანამ მშველელი მოგივა,
მაყვლნარში მიიმალეო.

***
სამი ბატი გამოუდგა

სოფო გოგოს სისინითა.

სოფო გოგო, სად მირბიხარ

მაგ პატარა ტიკინითა?

***
ზარი ზანზარებს უზარმაზარი,
ზარმაც ზაზუნას დასცა თაზარი.

***
შავი შაშვი შეეჯიბრა
შვიდ შოშიას შაშიანში,
შვილობაში,ქალობაში,
დედობაში,გალობაში.

No comments:

Post a Comment