თამაში 5-6 წლის ბავშვის წამყვანი ქცევის ფორმაა. თამაშში ყალიბდება ბავშვის ფსიქიკური თვისებები და პიროვნული თავისებურებები.ამ დროს განვითარებას იწყებს ნებისმიერი ყურადღება და მეხსიერება.
თამაშის ქცევაში ჩამოყალიბებას იწყებს სასწავლო მოქმედებაც,რომელიც მოგვიანებით ქცევის წამყვანი ფორმა ხდება.სწავლა შემოაქვს მოზრდილს (მასწავლებელს,აღმზრდელს,მშობელს),ის უშუალოდ არ არმოცენდება თამაშიდან.
5-6- წლის ასაკის ბავშვი სწავლას თამაშში იწყებს.იგი მას ისე ეკიდება,როგორც გარკვეული წესების მქონე თავისებურ როლურ თამაშს.ასრულებს რა ამ წესებს,ბავშვი შეუმჩნევლად ეუფლება ელემენტარულ სასწავლო მოქმედებას.მას უყალიბდება სწავლის მოტივი და სურვილი.
5-6- წლის ასაკის ბავშვებისთვის ტიპიურია: მოტორული თამაშები,თამაში -”ბრძოლა-ძალების მოსინჯვა”,როლური და წესებიანი თამაში.
ძვირფასო მშობლებო,წარმოგიდგენთ თამაშს,რომელსაც პირობითად ”ჯგუფის ლიდერს” დავარქმევ. კლასი დაყოფილია 5 რიგად.თითოეულ რიგს,ყოველ დღე ყავს სხვადასხვა ლიდერი.მათი მოვალეობაა გამოთქმით წაიკითხონ ლექსი,ენის გასატეხი ან მოთხრობა.ეს აქტივობა მოსწავლეს უვითარებს გუნდური მუშობის პრინციპს,ლიდერის თვისებებს და პასუხისმგებლობას . რადგან მოსწავლეთა უმეტესობა ერთსა და იგივე ლექსს ირჩევს,ამიტომ გადავწყვიტე,თავად მოვიძიო ”ჯგუფის ლიდერთათვის” მოსამზადებელი დავალება და ამ გვერდზე დავდო.
ძვირფასო მშობლებო,გთხოვთ,დაეხმაროთ ბავშვებს,ქვემოთ მოცემული მასალიდან ამოარჩიოს სასურველი,(მათ ჯწერ კითხვა არ იციან,ამიტომ წაუკითხეთ ლექსები და თავად ამოირჩიონ სასურველი) რათა თავიანთი ლიდერობის დროს ღირსეულად დაიცვან ჯგუფის სახელი,წარმატება და ინტერესი.
რეპერი
ყურშა დადარდიანდა
_ რას ვეღირსე, ბებერი?!
ლეკვი ძაღლად აღვზარდე,
გამოვიდა რეპერი!
ირმა მალაციძე
პრეზენტაცია
ციყვი ცაცო ურეკავს
მეგობარ ციყვს, ფაციას:
„ხვალ მაქვს ლიტფუღუროში,
წიგნის პრეზენტაცია“.
ირმა მალაციძე
ბუ
დღისით წიგნებს კითხულობს,
არ შორდება ფუღუროს.
ღამით გარეთ დაფრინავს,
ვარსკვლავებს რომ უყუროს.
რჩევას ვინც ეკითხება,
არ ისტუმრებს უარით...
ყველაფერი სცოდნია,
მართლა ბრძენი ბუ არის!
ვასილ გულეური
კოპი
კოპი,კოპი, ტელესკოპი,
რატომ აზით ბელებს კოპი?
წაიჩხუბნენ სულელები,
ვაშლი ჰქონდათ ერთადერთი:
- არა მე და არა მეო !-
გაულახავთ ერთმანეთი.
მაგას ჰქვია დათვობა,
არ იციან დათმობა!
ჩურჩხელა
-როგორ ვჭამო
ჩურჩხელა,
მაგარია ქვასავით...
-შენ მაგაზე
ნუ ღელავ,
მე შევჭამ და გასწავლი.
No comments:
Post a Comment