Friday, April 20, 2012

ხალხური საბავშვო პოეზია (23.04-29.04)


ლიდერებისთვის დასაწავლი ხალხური ლექსები: 
ამოირჩიე შენთვის სასურველი ლექსი და მხატვრულად წაიკითხე თანაკლასელთა წინაშე.
( 23.04-29.04)
***
ათასად კაცი დაფასდა,
ათიათასად ზრდილობა.
თუ კაცი თვითონ არ არის,
რას არგებს გვარიშვილობა.
* * *
კარგი ვარ, იმას ნუ იტყვი,
თავს ნუ დაუწყებ ქებასა,
კარგი ჩვენც მოგვეწონება,
ცუდი, არც თავის დედასა.
* * *
წუთისოფელი ასეა, -
ღამე დღეს უთენებია,
რაც მტრობას დაუქცევია -
სიყვარულს უშენებია.

საქმეზე წელი გწყდებაო
ვაჟოეგ შენი ქებაო
არა ვთქვაარ იქნებაო,
პურის ჭამაზე მარდი ხარ,
საქმეზე წელი გწყდებაო.

ძილისა
დავწვებიდამეძინება,
პირჯვარი დამწერება,
ცხრა ხატიცხრა ანგელოზი
სულ თავთით დამესვენება.
ჯვარი მწყალობს ჯვარცმულის,
ჯვარი პატიოსანი,
მწყალობს წმინდა გიორგი,
ვერას მიზამს მაცდური.

მგელმა თქვა
მგელმა თქვაქორწილს ვაპირებ,
ღვინო ჩავასხი ნასეტყვი,
წავალმეცხვარეს ცხვარსა ვთხოვ,
ციკანს მომცემს თუ ცხვარს მეტყვის.
არ მომცემსძალად წავართმევ,
თუ იტირებს და ბანს ვეტყვი!

Saturday, April 14, 2012

ხარება

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარება


ერთხელ, როდესაც ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი განმარტოებით ლოცულობდა, მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა: გიხაროდეს, უფალმა ამოგირჩია ყველა ქალს შორის. შენ შობ ძეს და სახელად დაარქმევ იესოს. ის იქნება ყველა ადამიანის მხსნელი.
მარიამს გაუკვირდა: როგორ მოხდება ეს, მე ხომ ქმარი არა მყავს?!
ანგელოზმა უპასუხა: ღმერთს ყველაფერი შეუძლია, სულიწმიდა გადმოვა შენზე და ღვთის ძალა დაგფარავს შენ, ამიტომ შენგან შობილს ძე ღვთისა ეწოდება და წმიდა იქნება.
მარიამმა დაუჯერა ანგელოზს და წარმოსთქვა:
აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“.
როგორც კი პასუხი მიიღო, ანგელოზი გაუჩინარდა.
მარიამმა მორჩილებითა და დიდი რწმენით მიიღო ანგელოზის სიტყვები. ეს იყო ის სასიხარულო ცნობა, რომელსაც ადამის დროიდან ელოდნენ ადამიანები. მათ იცოდნენ, რომ ღვთისაგან რჩეულ ქალს უნდა ეშვა ძე ღვთისა იესო ქრისტე, რომელიც გაათავისუფლებდა ადამიანებს ცოდვებისაგან.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№2 2003წ. 4-17 აპრილი

Saturday, April 7, 2012

ხალხური ლექსები


***
ათასად კაცი დაფასდა,
ათიათასად ზრდილობა.
თუ კაცი თვითონ არ არის,
რას არგებს გვარიშვილობა.
* * *
კარგი ვარ, იმას ნუ იტყვი,
თავს ნუ დაუწყებ ქებასა,
კარგი ჩვენც მოგვეწონება,
ცუდი, არც თავის დედასა.
* * *
წუთისოფელი ასეა, -
ღამე დღეს უთენებია,
რაც მტრობას დაუქცევია -
სიყვარულს უშენებია.
საქმეზე წელი გწყდებაო
ვაჟო, ეგ შენი ქებაო
არა ვთქვა, არ იქნებაო,
პურის ჭამაზე მარდი ხარ,
საქმეზე წელი გწყდებაო.
ძილისა
დავწვები, დამეძინება,
პირჯვარი დამწერება,
ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი
სულ თავთით დამესვენება.
ჯვარი მწყალობს ჯვარცმულის,
ჯვარი პატიოსანი,
მწყალობს წმინდა გიორგი,
ვერას მიზამს მაცდური.
მგელმა თქვა
მგელმა თქვა: ქორწილს ვაპირებ,
ღვინო ჩავასხი ნასეტყვი,
წავალ, მეცხვარეს ცხვარსა ვთხოვ,
ციკანს მომცემს თუ ცხვარს მეტყვის.
არ მომცემს? ძალად წავართმევ,
თუ იტირებს და ბანს ვეტყვი!

ბზობა

იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში

ჯვარცმამდე ერთი კვირით ადრე უფალი თავის მოწაფეებთან ერთად იერუსალიმისაკენ გაემართა. ქალაქს რომ მიუახლოვდნენ, ზეთისხილის მთასთან შეჩერდა და თავის ორ მოწაფეს უთხრა: როგორც კი შეხვალთ იმ დაბაში, რომელიც თქვენს თვალწინაა გადაშლილი, მაშინვე შენიშნავთ ერთი ღობის კარზე მიბმულ ვირსა და მის ჩოჩორს. ახსენით და ორივე აქ მომგვარეთ. თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, რომ უფალს სჭირდება ისინი და მაშინვე გამოგატანთ.

მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა: მოჰგვარეს ვირი და მისი ჩოჩორი. იესო შეჯდა ჩოჩორზე, რომელზედაც მოწაფეებმა სამოსელი დაუფინეს და იერუსალიმისაკენ გზა განაგრძო.

ხალხის უმრავლესობა სიხარულით ხვდებოდა მას. ზოგი სამოსელს უგებდა ფეხქვეშ, ზოგი ფინიკისა და პალმის ტროებს ჭრიდა და იმას უფენდა.

ისინი, ვინც წინ მიუღძოდნენ იესო ქრისტეს და ისინიც, ვინც უკან მიჰყვებოდნენ, ხმამაღლა ადიდებდნენ მას და ამბობდნენ: დიდება მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“

მთელი ქალაქი შეძრა იესოს გამოჩენამ. იგი შევიდა იერუსალიმის ტაძარში და მრავალი სასაწაული მოახდინა. დიდებთან ერთად იესო ქრისტეს შესახვედრად უამრავი პატარა ბავშვი იყო მოსული. ისინი დიდებს ბაძავდნენ და მათთან ერთად ადიდებდნენ უფალს.

იესოს მტრებს შეშურდათ მისი; განრისხდნენ და მკაცრად მიმართეს მას: არ გესმის, რას ამბობენ? შენ, როგორც ღმერთს, ისე გადიდებენ. რატომ არ გააჩუმებ მათ?

იესომ მიუგო: არ გაგიგიათ, რომ ჩვილი ბავშვები ქებით დაამტკიცებენ უფლის მოსვლას? ეგენი თუ გაჩუმდებიან, ქვები იღაღადებენ ღვთის ქება-დიდებას.

როცა მოსაღამოვდა, უფალმა დატოვა იერუსალიმი და ბეთანიაში წავიდა.

ამ დიდებული დღის მოსაგონებლად ქრისტიანები საზეიმო წირვა-ლოცვას ასრულებენ და ასე დღესასწაულობენ იესო ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში. მაგრამ ვინაიდან, ცხელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან ფინიკისა და პალმის რტოები ძნელად მოიპოვება, ქართველები მის ნაცვლად სიმბოლურად უფალს ბზის ტოტებს უფენენ და ასე გამოხატავენ მისდამი თაყვანისცემას.

გაზეთისაპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის
№3 2003. 18 აპრილი