Saturday, April 14, 2012

ხარება

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარება


ერთხელ, როდესაც ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი განმარტოებით ლოცულობდა, მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა: გიხაროდეს, უფალმა ამოგირჩია ყველა ქალს შორის. შენ შობ ძეს და სახელად დაარქმევ იესოს. ის იქნება ყველა ადამიანის მხსნელი.
მარიამს გაუკვირდა: როგორ მოხდება ეს, მე ხომ ქმარი არა მყავს?!
ანგელოზმა უპასუხა: ღმერთს ყველაფერი შეუძლია, სულიწმიდა გადმოვა შენზე და ღვთის ძალა დაგფარავს შენ, ამიტომ შენგან შობილს ძე ღვთისა ეწოდება და წმიდა იქნება.
მარიამმა დაუჯერა ანგელოზს და წარმოსთქვა:
აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“.
როგორც კი პასუხი მიიღო, ანგელოზი გაუჩინარდა.
მარიამმა მორჩილებითა და დიდი რწმენით მიიღო ანგელოზის სიტყვები. ეს იყო ის სასიხარულო ცნობა, რომელსაც ადამის დროიდან ელოდნენ ადამიანები. მათ იცოდნენ, რომ ღვთისაგან რჩეულ ქალს უნდა ეშვა ძე ღვთისა იესო ქრისტე, რომელიც გაათავისუფლებდა ადამიანებს ცოდვებისაგან.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№2 2003წ. 4-17 აპრილი

No comments:

Post a Comment