ჩემო ძვირფასებოგთხოვთ დაისწავლოთ თქვენთვის განკუთვნილი სიტყვები. ხვალ,10.05 გვექნება რეპეტიცია.
სიყვარულით,მარეხი მასწავლებელი
სიყვარულით,მარეხი მასწავლებელი
ბიჭი, რომელმაც მუსიკა იპოვა
მე- მუსიკა უხსოვარი დროიდან არსებობდა. მაგრამ ძველად მუსიკალურ ბგერებს სახელები არ ერქვა. კეთილმა ფერიამ ისინი ცისარტყელას ფერებს აჩუქა, სათითაოდ ჩამოურიგა და უთხრა:
აბულაშვილი თეკლა-
აჰა, თქვენთვის მიბოძებია შვიდი ბგერა. აირჩიეთ, ვისაც რომელი გინდათ.
ბარდაძე მარიამ და ფერებმაც აირჩიეს. წითელმა - პირველი ბგერა, ყვითელმა - მეორე, იისფერმა - მესამე... და ასე შემდეგ. შვიდივე გადაინაწილეს. იმის შემდეგ ციდან საოცარი ჰანგები ებნეოდა დედამიწას. ადამიანები ცაში იხედებოდნენ და იღიმებოდნენ.
ბარდაძე სალომე -მაგრამ ერთ დღეს უბედურება დატრიალდა. საშინელი ქარბორბალა ამოვარდა. მან დაუნდობლად დაურბინა ხეებს, სახლებს, ტყეებს და რაც შეძლო, ყველაფერი გადათელა. მერე ცაში აიჭრა და ცისარტყელასაც დაეძგერა. დიდხანს იცავდა თავს ცისარტყელა, მაგრამ ქარბორბალა მასზე ძლიერი იყო და საბრალო ვეღარ გაუმკლავდა. მოსტაცა ბგერები და მთელს ქვეყნიერებაზე მოაბნია. ბახუტაშვილი მარიამ - დარჩა ცისარტყელა ბგერების გარეშე. დაღონდა. დაღონდნენ ადამიანებიც, რადგან ვეღარ ისმენდნენ საოცარ მუსიკას. ქვეყნიერებამ მოიწყინა, ჩიტებმა ჭიკჭიკი შეწყვიტეს, ცისარტყელას კი ფერები გაუხუნდა
გობრონიძე ლიზი -მაგრამ მერე მოხდა საოცრება - გაბნეული ბგერებიდან ერთ-ერთი პატარა ბიჭმა იპოვა. ქარს სადღაც მინდორში დაეგდო. ბიჭმა ხელში აიღო, მოეფერა და ყური მიუგდო. მოისმინა და ისე მოეწონა, გადაწყვიტა, დანარჩენი ბგერებიც მოეძებნა. მინდორს მადლობა გადაუხადა:

ჩიკვაიძე გიორგი - გმადლობ, მწვანე მინდორო, რომ ბგერა დამითმე. მართალია, არ ვიცი მისი სახელი, მაგრამ საოცარი ხმა აქვს, დარწმუნებული ვარ, თავის და-ძმებთან ერთად კიდევ უფრო შესანიშნავი იქნება მისი მოსმენა.
რაზგოევი ლინა - წაიღე, კეთილო ბიჭუნა. შენი იყოს. მაგრამ ერთი თხოვნა შემისრულე - რადგან ბგერას ჯერ სახელი არ ჰქვია, ჩემი სახელი დაარქვი.
ჩიკვაიძე გიორგი - კარგი, დავარქმევ, ან უმჯობესია მას უბრალოდ მი-ს დავუძახებ. მაინც შენს თავს გამახსენებს.
რაზგოევი ლინა - მშვენიერი სახელია,
გოგიაშვილი თამუნა - გაიღიმა მინდორმა. ბიჭმა მი ხელში აიყვანა და გზა განაგრძო.
გოგიაშვილი თამუნა - გაიღიმა მინდორმა. ბიჭმა მი ხელში აიყვანა და გზა განაგრძო.
ბევრი იარა. ბევრი მთა და ბარი გადაიარა. გზად მიმავალს დაუღამდა და იქვე, ბუჩქის პირას ჩამოჯდა. სიბნელეში, მთვარის შუქზე ფარვანა შენიშნა - დაფარფატებდა, თითქოს რაღაცის თქმა სურსო.
გოგინაშვილი კესარია - ბიჭმა ხელი გაუწოდა და მის ხელისგულზე დაეშვა. უცებ ბიჭმა შენიშნა, რომ ფარვანას ფრთებით კიდევ ერთი ბგერა მოეტანა. სწორედ ის, რომელიც ადრე ცისარტყელის იისფერს ეკუთვნოდა. ფარვანამ ბიჭს ბგერა ხელისგულზე დაუდო და აფრინდა.

ხუციშვილი ილია - კეთილო ფარვანავ, ბგერას მე მჩუქნი? - შეეკითხა მადლიერი ბიჭი.
ბურკაძე ანა - რა თქმა უნდა, შენ, ბგერები ხომ ცალკ-ცალკე ვერ იცხოვრებენ, - უპასუხა ფარვანამ
ხუციშვილი ილია - ძალიან კეთილი ხარ. ამიტომაც ამ ბგერას შენს საპატივსაცემოდ ფა-ს დავარქმევ. როცა აჟღერდება, შენსავით მსუბუქად იფარფატებს და ადამიანებს დაატკბობს.
ხუციშვილი ილია - ძალიან კეთილი ხარ. ამიტომაც ამ ბგერას შენს საპატივსაცემოდ ფა-ს დავარქმევ. როცა აჟღერდება, შენსავით მსუბუქად იფარფატებს და ადამიანებს დაატკბობს.
ბურკაძე ანა - დიდი მადლობა, ბიჭუნავ, - უთხრა ფარვანამ და სიბნელეში გაუჩინარდა.
უგრეხელიძე ნინო -დილა რომ გათენდა, ბიჭმა ფა და მი ხელში აიყვანა და გზა განაგრძო.
მშვენიერი დილა იყო. ცა ლურჯად ლივლივებდა. უცებ ბიჭს ზემოდან საოცარი ხმა ჩაესმა. აიხედა და ცის ლაჟვარდზე ის ბგერა დაინახა, რომელიც ლურჯს ეკუთვნოდა. ის ჟღერდა და თითქოს თავისკენ მოუხმობდა.
გელბახიანი თეკლე -ბიჭუნავ, აი, კიდევ ერთი ბგერა, შენი იყოს და უკეთ მიხედავ, - დაუძახა ლაჟვარდმა და ცისფერი თვალებით გაუღიმა.
რუხაძე ზუკა -გმადლობ, ლაჟვარდო. მე ამ ბგერას ლას დავარქმევ და ყოველთვის, როცა ის გაიჟღერებს, შენს თავს გამახსენებს.
ბიჭმა ლაჟვარდს ხელი დაუქნია და გზა განაგრძო. დიდხანს მიდიოდა. ხელში ლა, ფა და მი ეჭირა და გაფაციცებით დაეძებდა დანარჩენ ბგერებსაც. მზემ დააჭირა და ჩამოცხა.
გუჯაბიძე ლუკა - ახ, ნეტავ სიო ამოქროლდებოდეს, - ინატრა ბიჭმა. ამის თქმა იყო და სახეზე გრილმა სიომ გადაურბინა.
ლუკა- რა კარგია, სწორედ ახლა გინატრე, - გაუღიმა ბიჭმა სიოს.
ლუკა- რა კარგია, სწორედ ახლა გინატრე, - გაუღიმა ბიჭმა სიოს.
ბასილიძე ნიცა
- ვიცი, რომ მინატრე, ამიტომაც გამოვფრინდი შენსკენ, - უპასუხა სიომ და ბიჭს ხუჭუჭა თმა აუწეწა. ბიჭს ძალიან ესიამოვნა სიგრილე და ღრმად ჩაისუნთქა.
- ვიცი, რომ მინატრე, ამიტომაც გამოვფრინდი შენსკენ, - უპასუხა სიომ და ბიჭს ხუჭუჭა თმა აუწეწა. ბიჭს ძალიან ესიამოვნა სიგრილე და ღრმად ჩაისუნთქა.
ბასილიძე ნიცა - ხელში რა გიჭირავს?- იკითხა სიომ.
ლუკა- ესენი მუსიკალური ბგერები არიან - სახელად მი, ფა და ლა ჰქვიათ. ახლა მთელ ქვეყნიერებაზე დავდივარ და მის და-ძმებს დავეძებ. ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ იცხოვრებენ.
ბასილიძე ნიცა -მგონი, შენი დახმარება შემიძლია. ახლახანს ერთი მათგანი ვნახე. ვიცი, სადაც არის, აქ დამელოდე, ახლავე მოგიყვან, - (დაიშრიალა სიომ და სადღაც გაქროლდა. რამდენიმე წუთში დაბრუნდა და ფრთებზე შესმული ბგერა მოიყვანა.)
ნიცა - აი, ისიც. ახლა შენ მიხედე.
ლუკა- გმადლობ, კეთილო სიოვ. ამიერიდან ამ ბგერას სი-ს დავუძახებ და ყოველთვის შენს თავს გამახსენებს.
ნიცა- ნახვამდის, ბიჭუნა. როცა დაგჭირდე, ჩემი სახელი ახსენე და უმალ შენთან გავჩნდები.
ლუკა- ნახვამდის, ძვირფასო სიოვ. - ბიჭუნამ ხელი დაუქნია და გზა განაგრძო.
მიდის ბიჭი, მიდის და ხედავს - წყლის წისქვილი დგას. წყალი ქუხილით მოჩუხჩუხებს და დოლაბს ატრიალებს. დოლაბი უცნაურ ხმას გამოსცემს - არა ისეთს, როგორც ჩვეულებრივი წისქვილის ქვები, არამედ ძალიან ლამაზსა და ჟღერადს. ბიჭმა ყური მიუგდო, მოეწონა, მიუახლოვა დოლაბს და შეეკითხა:
ხახანაშვილი საბა -დოლაბო, როგორ გამოსცემ ასეთ მშვენიერ ხმას. წისქვილში ადრეც უამრავჯერ ვყოფილვარ, მაგრამ მსგავსი ხმა არასდროს გამიგონია.
შალიბაშვილი მარიამ -ეს იმიტომ, რომ წყალმა საჩუქრად მუსიკალური ბგერა მომართვა. იმის შემდეგ ასეთი სასიამოვნო ხმა მაქვს, - უპასუხა დოლაბმა.
ბიჭს სიხარულისაგან თვალები გაუბრწყინდა.
ხახანაშვილი საბა -ეს ხომ ის ბგერაა, მე რომ დავეძებდი. მისი ხუთი და-ძმა უკვე ვიპივე. აი, ხედავ, ხელში მიჭირავს. კეთილო დოლაბო, დამითმე ბგერა, მათი დაშორება არ შეიძლება. ვერ ხედავ, სამყარო რა მოწყენილია მუსიკის გარეშე! - თხოვნით მიმართა ბიჭმა დოლაბს. მანაც, ისე რომ ბრუნვა არ შეუჩერებია, უპასუხა:
შალიბაშვილი მარიამ -რა თქმა უნდა, კარგო ბიჭუნა. მე ერთი ჩვეულებრივი დოლაბი ვარ და თუნდაც სასიამოვნო ხმით ვბრუნავ, ბევრს ვერავის მივანიჭებ ბედნიერებას, ხანდახან დღე ისე გავა, რომ კაცი-შვილი არ ჩამივლის გვერდით. შენ კი ბგერა უფრო მეტად გამოგადგება, - უთხრა მან და ბიჭს ბგერა აჩუქა.
ხახანაშვილი საბა -გმადლობ, დოლაბო. ამის შემდეგ ამ ბგერას დო-ს დავარქმევ, შენი სახელის საპატივსაცემოდ.
შალიბაშვილი მარიამ -ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დაგეხმარე, - გაუღიმა დოლაბმა.
აბულაშვილი თეკლა-ბიჭმა დო დანარჩენ ბგერებს დაუმატა და გზა განაგრძო.
მიდის, მიდის, წამით არ ჩერდება. არ სურს დროის დაკარგვა. ქვეყნიერება მოღუშული და სევდიანია. ბიჭს კი უნდა, რომ ყველა მღეროდეს, ყველა ხარობდეს. მაგრამ ისიც იცის, რომ ვიდრე ყველა ბგერას არ მოძებნის, ეს არ მოხდება.
ღონღაძე
ნინო- უცებ, მიწა თითქოს აგუგუნდაო, ისეთო ხმაური მოესმა, შეეშინდა კიდეც. შორიდან მტვრის ბუღი გამოჩნდა. ჯერ ვერ მიხვდა, ეს რა უნდა ყოფილიყო. ბოლოს კი, როცა მტვერი მიუახლოვდა, ბიჭი მიხვდა – ეს ცხენების რემა იყო.
ძამსაშვილი თეონა - ბიჭი რომ შენიშნეს, ცხენები შეჩერდნენ, ადგილზე დაიწყეს ფლოქვების ცემა და ფრუტუნი. ბიჭი მიახლოვდა და პატარა კვიცს ზურგზე ალერსიანად გადაუსვა ხელი. კვიცს ლამაზი, ოქროსფერი ფაფარი ჰქონდა. ვიღაცას დაეწნა კიდეც.

გუდავაძე გურამ -რა ლამაზი ფაფარი გაქვს. ეს ნაწნავი ვინ გაგიკეთა? - შეეკითხა ბიჭი.
რეიხანოვი ანი -ვინ? ვინ და ჩემმა მეგობარმა გოგონამ. დამიწნა და მასში, მახე რა ჩამიბნია! – კვიცმა ამაყად მიატრიალ-მოატრიალა თავი.
ბიჭმა მხოლოდ ახლა შენიშნა, რომ ცხენს ფაფარში მუსიკალური ბგერა ებნია. სიხარულისაგან ადგილზე შეხტა.
გუდავაძე გურამ -ეს ისაა, ბგერა, რომელიც არ მაქვს. ჩემო მშვენიერო, ძალიან გთხოვ, დამითმე. შენ კი ფაფარში უმშვენიერესი ყვავილებით დაწნულ გვირგვის დაგამაგრებ, - შეეხვეწა ბიჭი ცხენს.
რეიხანოვი ანი -რა თქმა უნდა, შენი იყოს, წაიღე. მე ყვავილიც ძალიან დამამშვენებს, - უყოყმანოდ დაეთანხმა ცხენი.
ბიჭმა გვირილებისაგან ულამაზესი გვირგვინი გააკეთა და ცხენს ფაფარზე დაადო. ცხენმა კი ბიჭს ბგერა აჩუქა.
გუდავაძე გურამ -ამ ბგერას რე-ს დავარქნევ და ყოველთვის, როცა ის გაიჟღერებს, თქვენი რემა გამახსენდება, -( უთხრა მადლიერმა ბიჭმა და წავიდა.)
გუდავაძე-სულ ერთიღა დამრჩა. მაგრამ სად ვეძებო, არ ვიცი. ამ ფიქრში იყო, რომ გზაჯვარედინს მიადგა. შეჩერდა და დაიწყო იმაზე ფიქრი, საით წასულიყო. კარგა ხანს იდგა, ჩაფიქრებული.
სებისკვერაძე გიორგი-რაო, ბიჭუნა, ვერ გადაგიწყვეტია, საით წახვიდე? - მოესმა უეცრად ხმა.
ბიჭი შეკრთა. მოიხედა და იქვე, ქვაზე ჩამომჯდარი მოხუცი დაინახა. ბიჭი ზრდილობიანი იყო, ამიტომ მაშინვე თავაზიანად მიესალმა მოხუცს:
დემინაშვილი გიორგი-გამარჯობათ, ბაბუავ! მართლაც, არ ვიცი როგორ მოვიქცე.
ბიჭი შეკრთა. მოიხედა და იქვე, ქვაზე ჩამომჯდარი მოხუცი დაინახა. ბიჭი ზრდილობიანი იყო, ამიტომ მაშინვე თავაზიანად მიესალმა მოხუცს:
დემინაშვილი გიორგი-გამარჯობათ, ბაბუავ! მართლაც, არ ვიცი როგორ მოვიქცე.
-ჰო, ძნელია სწორი გადაწვეტილების მიღება, როცა არ იცი, რომელი გზა სად მიგიყვანს. წინასწარ არავინ ვიცით, საით მიდიან გზები
დემინაშვილი გიორგი-მაშ როგორ უნდა შევარჩიოთ, რომელს დავადგეთ.
დემინაშვილი გიორგი-მაშ როგორ უნდა შევარჩიოთ, რომელს დავადგეთ.
სებისკვერაძე გიორგი -ნებისმიერ გზაზე შეიძლება სწორად იარო, ისე რომ არც ეკალ-ბარდმა დაგკაწროს და არც ხევში გადაიჩეხო. ყველა გზას თავისი სირთულე აქვს, მასზე ყურადღებით სიარულია საჭირო
პაპინაშვილი სანდრო -გამოდის, რომ მნიშვნელობა არა აქვს ახლა რომელ გზას გავუყვები.
პაპინაშვილი სანდრო -გამოდის, რომ მნიშვნელობა არა აქვს ახლა რომელ გზას გავუყვები.
სებისკვერაძე გიორგი -ჰო, ასეა! ოღონდ დაკვირვება გმართებს... ისე თუ მეტყვი, რას დაეძებ, იქნებ რჩევაც მოგცე.
პაპინაშვილი სანდრო-რას დავეძებ? რას და მუსიკალურ ბგერას. მხოლოდ ერთიღა დამრჩა. დანარჩენი ხელში მიჭირავს. თუ ის მეშვიდე არ ვიპოვე, ქვეყნიერება ვერ შესძლებს მშვენიერი მუსიკის მოსმენას და მუდამ ასეთი დაღონებული იქნება.
სებისკვერაძე გიორგი -კარგი ბიჭი ხარ, რომ ასე ზრუნავ ადამიანებზე. თანაც მუსიკა - ეს ხომ შესანიშნავი რამ არის, მას ყველაზე უკეთ შეუძლია ადამიანის სულში ჩაწვდომა... იცი, რას გირჩევ?
შენგელია ირაკლი- რას? - ბიჭი სმენად იქცა.
ადამია ნიკა -ამ სამიდან ნებისმიერ გზას დაადექი. სადმე მდელოს თუ გადააწყდი, გაჩერდი და შენი ბგერები ააჟღერე.
შენგელია ირაკლი -როგორ, ეს ხომ არ იქნება სრულყოფილი მუსიკა? - შეშფოთდა ბიჭი.
ადამია ნიკა -ვიცი. მაგრამ ეს ხმა აუცილებლად მისწვდება იმ მეშვიდეს, რომელსაც ასე დაეძებ. დამერწმუნე, თვითონ მოგძებნის და მოვა შენთან.
შენგელია ირაკლი -მართალია. მე თვითონ როგორ ვერ მოვიფიქრე. რა ბრძენი ყოფილხართ. რა გქვიათ? - შეეკითხა ბიჭი.
ადამია ნიკა -მე? სოლომონ ბრძენი ვარ, - უპასუხა მოხუცმა.
ბიჭმა მადლიერებით სავსე თვალებით შეხედა მას და შუა გზას გაუყვა. მიდიოდა ჩქარი ნაბიჯით. ერთი სული ჰქონდა, როდის იპოვნიდა მდელოს. ისიც მალე გამოჩნდა. ყვავილებით იყო გადაპენტილი და პეპლები დაფარფატებდნენ.
ბიჭი შუაგულ მდელოზე დადგა და ბგერები ააჟღერა.
ალუდაური დავით-მიდით, ჩემო კარგებო, ჩემო დო, ჩემო ფა და სი, ყველამ ერთად დასჭექეთ, იქნებ ვიპოვოთ დაკარგული მეგობარი. ბგერებმა მთელი ძალით დასჭექეს. მდელოზე მუსიკა აჟღერდა, მაგრამ პეპლებს არ მოეწონათ და ყვავილებიდან აიშალენ.
ყველა გოგონა -ამ მუსიკას რაღაც აკლია, არ მოგვწონს, - ამბობდნენ ისინი და დაფრინავდნენ.
ბარდაძე მარიამ - კარგა ხანს ელოდა ბიჭი და ის-ის იყო, იმედი გადაეწურა, რომ საიდანღაც, შორიდან რაღაც სასიამოვნო ხმა შემოესმა. ბგერები ჩაყუჩდნენ. ბიჭმა სმენა დაძაბა. ხმა სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა. ცოტა ხანში მათ ის დაკარგული ბგერა მიუახლოვდა და შვიდივე ბგერა ერთად ახმიანდა. მათ ბანი მისცეს მთებმა და მდინარეებმა, ჩიტები აჭიკჭიკდნენ, ცისარტყელას ფერი დაუბრუნდა და გამოცოცხლდა სამყარო.
აბჟანდაძე თინათინ - ბიჭი გახარებული მიდიოდა, მიჰქონდა ბგერები და მათთან ერთად ღიღინებდა. როცა ისევ გზაჯვარედინს მიადგა, ნახა, რომ მოხუცი ისევ თავის ადგილას იჯდა. გახარებული მივიდა მასთან და უთხრა:

ალუდაური დავით -გმადლობ, სოლომონ ბრძენო, რომ ბგერა მაპოვნინე. თქვენს საპატივსაცემოდ მას სოლ-ს დავარქმევ.
ადამია ნიკა-კეთილი, პატარა ბიჭო. მიხარია, რომ ქვეყანას სიხალისე დაუბრუნე, - ბახუტაშვილი მარიამ -უთხრა ეს მოხუცმა და გაუჩინარდა.
ახლა ბიჭს ხელთ ეპყრა შვიდივე ბგერა - დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. ისმოდა მუსიკა და ხარობდა ქვეყნიერება. მუსიკა ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება.
No comments:
Post a Comment