მათემატიკა
1. სკოლის სასადილოში 18 მაგიდა იდგა. კიდევ 9 ახალი შემოიტანეს,ხოლო 13 ძველი გაიტანეს. რამდენი მაგიდაა ახლა სასადილოში?
2. 30+ ( 24+6)+1= 50+ (13+8)-1=
3. არითმეტიკული მოქმედებათა ნიშნებითა და ოთხი ოთხიანის მეშვეობით მიიღე რიცხვი 88.
წასაკითხი მასალა (23.02-24.02)
ეს თაიგული დედაჩემისაა!
პატარა გოგონა მინდორში ყვავილებს კრეფდა. გზად მიდიოდა ერთი კაცი, მიუახლოვდა პატარას და ჰკითხა:
- ჩემო პაწაწინავ, გიყვარს ქადა?
- დიახ, ბატონო, ქადა ძალიან მიყვარს.
- მაშ კარგი, მომეცი ეგ თაიგული, რომელიც შენ ხელში გიჭირავს, და მე სამაგიეროდ ქადას მოგცემ.
- ამის მოცემა არ შემიძლია, ბატონო!
- არა? მაშ ორ ქადას მოგცემ... მაინც არ გინდა?.. დაიჭი სამი, ოთხი, ექვსი... როგორ თუ? არ მესმის, განა სამყოფი არ არის? ეჰ! მაშ რა ფასი გინდა მაგ თაიგულში?
- ეს თაიგული დედაჩემისავის მოვამზადე და არაფრის გულისათვის არ გაგიცვლით ქადაზე.
- რა კარგი ბავშვი ყოფილხარ, ჩემო ლამაზო! მე შენ მოგცენ ქადებს, ეგ თაიგული კი დედაშენს მიუტანე.
ნოდარის საჩუქარი
ნოდარს მამამ სათამაშო ნავი მოუტანა.
გახარებულმა ნოდარმა მეზობელ გივისთან შეირბინა.
მეგობრებმა გულდასმით დაათვალიერეს სათამაშო, მერე კი მომართეს და წყლით სავსე აბაზანაში ჩაუშვეს.
- მიცურავს! მიცურავს! - აღტაცებით შესძახეს ბიჭუნებმა.
- ნოდარ, მეც რომ ასეთი ნავი მქონდეს, შევაჯიბრებდით, რომელი გაუსწრებდა!.. - თქვა გივიმ.
ნოდარს მოაგონდა, რომ გივის მამა არა ჰყავდა...
- გივი, ეს ნავი შენი იყოს. მე მამიკოს ვთხოვ და კიდევ მიყიდის, - უთხრა ნოდარმა გივის.
ნოდარმა სათამაშო ნავი გივისთან დატოვა.
Lucky Club Casino Site | Live Games, Slots, Games
ReplyDeleteLucky Club Casino is an online casino with no download 카지노사이트luckclub needed. To play at Lucky Club Casino you need to create an account. To create your account