ლექსები ლიდერებისათვის
პირველი თოვლი
მიხარია, რა კარგია!
თეთრი თოვლი ბრწყინავს!
დღეს პირველი თოვლი მოდის
და თან თითქოს ყინავს!
აი, ახლა გაიხედე:
ზამთარს პირი უჩანს,
თოვლით არის მოფენილი
სახლი, ეზო, ქუჩა.
აბა, ჩქარა ვისაუზმოთ,
საქმე მოვათაოთ
და ფაფუკი თეთრი თოვლით
კარგად ვიგუნდაოთ!
/მარიჯანი/
თოვლის შვილიშვილი
გაუჭირდა თოვლის პაპას,
ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს.
დავბერდიო, - ასე ამბობს, -
მხნედ ვიყავი შარშან ამ დროს!
საჩუქრების დიდი გუდა
ძლივს ასწია, შველა უნდა.
შუბლზე ცვარი მოიწმინდა:
– თოვლის შვილიშვილი მინდა!
ვასილ გულეური
მენატრები ძალიან,
გავიგე, რომ ბავშვებთან
გულით მოგიხარია.
ისიც ვიცი, ხურჯინი
საჩუქრებით სავსე გაქვს,
ალბათ როგორ დაგღალა
მძიმე ტვირთის ტარებამ!
ჰოდა, თოვლის ბაბუა,
იცი, მე რას ვნატრულობ?
ლელა ცუცქირიძე
ანა-გოგოს წერილი
საყვარელო თოვლის პაპა,
ჩემს ნატვრასაც გეტყვი, აბა.
საახალწლოდ მომიტანე
ფუშფუშებიანი კაბა!
ზედ ეხატოს
მზე და მთვარე.
ვარსკვლავებიც
ჰქონდეს, ბარემ!
რომ ჩამოჰკრავს თორმეტჯერ,
საახალწლოდ საათი,
შენც მოქროლდი მარხილით!
არ იარო ტაატით!
ვერცხლის ზანზალაკები
მალე მომიწკარუნე!
დაგახვედრებ გოზინაყს,
პირი ჩაიტკბარუნე.
გელოდები,
იცი, როგორ?
აბა, გკოცნი.
ანა-გოგო.
/თამარ ფხაკაძე/
როდის მოვა თოვლის პაპა
მაშინ, როცა დეკემბერი წავა,
გზას დაუთმობს იანვარს და თოვას,
პატარებო, ახალი წლის ღამეს,
თოვლის პაპა საჩუქრებით მოვა.
ყველაფერი დაუჯერეთ მშობლებს,
სწავლით გული გაუხარეთ, თორემ,
თოვლის პაპა ურჩ და ზარმაც ბავშვებს,
დამიჯერეთ, უსაჩუქროდ ტოვებს.
ნათია ჯანაშია
პაპას წერილი
თოვლის პაპა წერილს წერს,
აწრიპინებს კალმის წვერს,
თან ისწორებს ფაფუკ წვერს,
- მოგილოცავთ ახალ წელს.
საჩუქრები ყუთებში
ვალაგე და ვთვალე,
თქვენთან მომაქვს, ცელქებო,
თქვენ კი გენაცვალეთ.
ლიხის მთიდან დამცქერის
ახალი წლის მთვარე,
თეთრი ეტლით მოვდივარ,
ვინ გამიღებს კარებს.
გია, ნიკო, ანიკო,
თამრიკო და ნანული
გაახარეთ დედ-მამა,
ასახელეთ მამული
No comments:
Post a Comment