ლიდერებისთვის განკუთვნილი კონკურსისათვის გთავაზობთ გიორგი წერეთლის ”ენის სალესებს”. (20.01.-27.01.)
კვერცხი ტირის
კვერცხი,
კვერცხი,
კვერცხუნა...
ცეცხლი,
ცეცხლი
ეცხუნა,
ნაკვერცხლებზე იწვის,
ცრემლი სცვივა სიმწრის.
გამოცხვება, რასაც ელი
ნამცხვარია
დასაცხობი,
დაიცალა
ცხრა საწყობი,
ფქვილი არის
გასაცრელი,
დაფაცურდა
ცხრა საცერი...
ცერი,
ცერი,
ცერი,
ცერი...
გამოცხვება,
რასაც ელი.
კნუტების ფეხბურთი
თეთრ ბურთს დასდევს ფართი
ფურთით
ორი კატის ათი კნუტი.
იქით ხუთი,
აქეთ ხუთი
გაიტაცეს თათით ბურთი.
სადღაც გაქრა
მათი ბურთი,
თურმე იყო ბატიბუტი.
შეეკითხეთ კატუნებს,
ხომ არ შეაკნატუნეს?
No comments:
Post a Comment