ჩაგუნა და ჩქაფუნა
ჩაგუნია
ჩაგუნას
ჩქაფუნია
ჩქაფუნამ
ჩქაფაჩქუფით
აუვსო
ჩაფუნია
ჩაფუნა.
ბაღჩა-ბაღჩა
ჩაგუნამ
წყალი
წააჩქაფუნა...
ბაღჩის თავში
ჩარგული
მარწყვი მორწყა
ჩქაფუნით.
გოჭმა ჭამა ჭარხალი
ჭრელაჭრულა ჭიჭყინა
გოჭმა ჭამა ჭარხალი,
მისჭყივიან ბიჭები,
მაჭახელას ჭახანით.
ტირია და წუნია
წუწუნებს...
დედას სადილს უწუნებს,
მამას წაღებს უწუნებს,
ბებოს წინდებს უწუნებს...
მისი დაწუნებული -
გამოუხრავთ წრურუნებს.
სადაც არის წუნია,
მოთქმა და წუწუნია...
ტირია და წუნია
ცრემლით გაწუწულია.
ხოდაბუნი
მეხრემ ხარის მიხრა-მოხრით,
ხოდაბუნი მიხნა-მოხნა,
ჰოდა, მერე ხოდაბუნი
მიხამ თოხით დიდხანს თოხნა.
No comments:
Post a Comment